image

საცხენოსნო ტურიზმი

ჩვენს შესახებ საცხენოსნო ტურიზმი

საქართველოში ოდითგანვე იყო განვითარებული იყო მეცხენეობა. თითქმის ყველა ოჯახს ერთი ცხენი მაინც ჰყავდა. დიდი რემის მეპატრონე ოჯახი კი მდიდარი მეცხვარეები იყვნენ. ცხენს იყენებდნენ, როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ასევე ტვირთის გადასატანად და საჯირითოდ. ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული ცხენის ადგილობრივი ჯიშები: კახური, ქიზიყური, მეგრული, თუშური და იმერული. დღესდღეობით, მეცხენეობა ისეთი განვითარებული აღარაა, თუმცა ადგილობრივი ჯიშები შემორჩენილია. ამას გარდა, რამდენიმე საჯინიბოს ჰყავს არაბული და ინგლისური ჯიშის ცხენებიც. საცხენოსნო ტურიზმი შედარებით ახალი შემოსულია საქართველოში. მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანის მასშტაბით, რამდენიმე ადგილას ტრანსპორტი ვერ მიდის, შესაბამისად, ცხენი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. საცხენოსნო ტური ზედგამოჭრილია მათთვის ვისაც ცოტა დრო აქვს საქართველოში მოგზაურობისას, აინტერესებს მთიანი რეგიონი, ან ფიზიკურად ვერ შეძლებს დღეში რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლას.

rafting-image

სეზონი

სირთულე

  • რთული
  • საშუალო სირთულის
  • მარტივი

აქტივობა

  • მიწა
image
კახეთი

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული რეგიონია. აქ რვა ადმინისტრაციული რაიონია, ცენტრალური ქალაქი კი, თელავია. კახეთი რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს ესაზღვრება. რეგიონი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა...

სრულად
image
სამეგრელო

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიული რეგიონია, რომელიც აფხაზეთს, სვანეთს, იმერეთს, გურიასა და შავ ზღვას ესაზღვრება. ადმინისტრაციულად, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეკუთვნის, რომლის ცენტრადაც...

სრულად
image
სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 1990-იან წლებში სამი პროვინციის - მესხეთის (სამცხე), ჯავახეთის და თორის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. ქალაქი ახალციხე მისი ადმინისტრაციული ცენტრშია. რეგიონი მთლიანად 6,413 კვ.მეტრის...

სრულად