image

საფეხმავლო ტურიზმი

ჩვენს შესახებ საფეხმავლო ტურიზმი

საფეხმავლო ტურიზმი, სპორტული და სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, სადაც მოგზაური ფეხით გადაადგილდება, ზურგჩანთით კი კარავი, სურსათი და სხვადასხვა აუცილებელი ინვენტარი დააქვს. როგორც წესი, ასეთი აღჭურვილობა მსუბუქი და კომპაქტურია, რომ ტურისტს მოგზაურობისას სიარული არ გაუჭირდეს. საქართველოში უამრავი საფეხმავლო ბილიკია და ტურიზმის ეს სახეობაც საკმაოდ განვითარებულია. აქ შეგიძლიათ დალაშქროთ როგორც მთიანი რეგიონები, ისე ეროვნული პარკები, ტბები, და სოფლები. კარვის გაშლა თითქმის ყველგან შეიძლება, თუმცა არის ადგილები სადაც ეს მიზანშეწონილი არაა და კონკრეტული ადგილია საბანაკედ გამოყოფილი. ეროვნული პარკში კი, ხის კოტეჯებია სადაც თქვენი საძილე ტომრით შეგიძლიათ ღამის გათევა. ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, არსებობს როგორც მარტივი, ისე რთული ბილიკები. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს ბილიკი, რომელიც მისთვის ზედგამოჭრილი იქნება. ბილიკების უმეტესობაც კარგად მარკირებულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ადგილი სადაც რეკომენდებულია გამყოლი.

rafting-image

სეზონი

სირთულე

  • რთული
  • საშუალო სირთულის

აქტივობა

  • Water
  • მიწა
image
კახეთი

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული რეგიონია. აქ რვა ადმინისტრაციული რაიონია, ცენტრალური ქალაქი კი, თელავია. კახეთი რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს ესაზღვრება. რეგიონი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა...

სრულად
image
სამეგრელო

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიული რეგიონია, რომელიც აფხაზეთს, სვანეთს, იმერეთს, გურიასა და შავ ზღვას ესაზღვრება. ადმინისტრაციულად, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეკუთვნის, რომლის ცენტრადაც...

სრულად
image
სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 1990-იან წლებში სამი პროვინციის - მესხეთის (სამცხე), ჯავახეთის და თორის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. ქალაქი ახალციხე მისი ადმინისტრაციული ცენტრშია. რეგიონი მთლიანად 6,413 კვ.მეტრის...

სრულად