გიდები

ana

  • რეგიონები
  • აქტივობა

თემურ ხაჭაპურიძე

თემური დაკავებულია ჯომარდობით უკვე მესამე წელია და შესაბამისი სერთიფიკატიც აიღო. სერთიფიცირების პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინაში გავლილი აქვს სპეციალური, მეორე დონის, ტრენინგი და სამაშველო კურსი “Resque 3”, რაც გულისხმობს სამაშველო ოპერაციებს მიწაზე, ჰაერსა და წყალზე. ამას გარდა აქვს საცხენოსნო ტურები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ჰყავს ქართული ჯიშის სამი ცხენი.

  • რეგიონები
  • სამეგრელო,
  • სამცხე-ჯავახეთი
  • აქტივობა
  • ჯომარდობა

იმედა მაისურაძე

იმედა, ჯომარდობით, ორი წლის წინ დაინტერესდა და შესაბამისი სერთიფიკატიც აიღო. სერთიფიცირების პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინაში გავლილი აქვს სპეციალური, მეორე დონის, ტრენინგი და სამაშველო კურსი “Resque 3”, რაც გულისხმობს სამაშველო ოპერაციებს მიწაზე, ჰაერსა და წყალში.

  • რეგიონები
  • სამცხე-ჯავახეთი
  • აქტივობა
  • ჯომარდობა

გიორგი ნათენაძე

გიორგი უკვე ორი წელია ჯომარდობითაა დაკავებული. ვარძიაში, მდინარე მტკვარზე, ახორციელებს ტურებს. აქვე აქვს საკარვე ბანაკი “ვარძია ქემპინგი”, სადაც ჯომარდობამდე ან მერე, შეგიძლიათ დაისვენოთ და კარავში ღამე გაათენოთ. ჯომარდობის გარდა, გიორგი, ტურისტებს, საფეხმავლო, საცხენოსნო და ველო ტურებსაც სთავაზობს.

  • რეგიონები
  • სამცხე-ჯავახეთი
  • აქტივობა
  • ჯომარდობა

თენგიზ გოგოლაძე

თენგიზი უკვე ოცი წელია დაკავებულია საცხენოსნო ტურიზმით . ზამთარში ტურისტებს ბაკურიანში სხვადასხვა საცხენოსნო ტურებს სთავაზობს, ხოლო ზაფხულში კი, ბორჯომის შემოგარენსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ჰყავს ქართული ჯიშის შვიდი ცხენი. ასევე გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი პოლონეთში 2013 და 2014 წლებში.

  • რეგიონები
  • სამცხე-ჯავახეთი
  • აქტივობა
  • საცხენოსნო ტურიზმი

თენგიზ მაისურაძე

თენგო უკვე შვიდი წელია ჯომარდობითაა დაკავებული. სერთიფიცირების პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინაში გავლილი აქვს სპეციალური, მეორე დონის, ტრენინგი და სამაშველო კურსი “Resque 3”, რაც გულისხმობს სამაშველო ოპერაციებს მიწაზე, ჰაერსა და წყალში. არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც. 2017 წელს, კაიაკით, Red Bull Ger Get It ჩემპიონატზე, ყაზბეგში, მდინარე თერგზე დაიკავა მეოთხე ადგილი. სოფელ ჭობისხევთან აქვს ბანაკი “ექსტრემალები”, სადაც, ექვსი სერთიფიცირებული გიდია გაწევრიანებული. სამომავლოდ გეგმავს, ჯომარდობის ტურს ვარძიიდან თბილისამდე.

  • რეგიონები
  • სამცხე-ჯავახეთი,
  • სამეგრელო
  • აქტივობა
  • საცხენოსნო ტურიზმი,
  • ჯომარდობა