ინწრას ხეობა

აღწერა

მდინარე ინწრას (ინწირა) ხეობა, სამეგრელოში, სოფელ ჩქვარელში მდებარეობს. ხეობა ხავსებსა და ბზის კორომებშია ჩაფლული, რაც ულამაზეს სანახაობას ქმნის. ხეობაში ექვსი ჩანჩქერი და ერთი მღვიმეა, რომელიც სტალაგმიტებით, სტალაქტიტებითა და ჰელექტიდებით გამოირჩევა. ამ მღვიმედან გამოსული წყლის ნაკადი რამდენიმე მეტრში 26 მეტრის სიმაღლის ინწრას ჩანჩქერს წარმოქმნის.

about image
about image