რაჭა

აღწერა

რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში მდებარეობს. ისტორიულ-გეოგრაფიულად ეს მხარე სამ კუთხედ იყოფოდა: მთის, ქვემო და ზემო რაჭა. ამჟამად, რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურული ძეგლებით. აქ, მდებარეობს დახვეწილი ჩუქურთმებით ცნობილი, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ნიკორწმინდა. ამას გარდა, რაჭაში დატკბებით ალპური ტბებით, გრილი ტყეებით, თვალწარმტაცი ჩანჩქერებითა და ულამაზესი ხედებით.

about image