კესელოს ციხე

აღწერა

კესელოს ციხე, თუშეთში, სოფელ ომალოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ციხე XVIII საუკუნით თარიღდება. დღესდღეობით, ციხისაგან შემორჩენილია მხოლოდ სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. კოშკები ფიქალი ქვითაა ნაგები. ზედა კოშკი ოთხსართულიანია და სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა მხრიდან აქვს შესასვლელი. ბოლო ორ სართულს თავდასაცავი ფუნქცია ჰქონდა. შუა კოშკი სამსარუთულიანია და ორი შესასვლელი აქვს. ქვედა კოშკი, ზედას მსგავსად, ოთხსართულიანია და აქაც სართულებზე სხვადასხვა მხრიდანაა შესასვლელი.

about image