მდ. არაგვი

აღწერა

მდინარე არაგვი, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში მოედინება. მისი სიგრძე 112 კმ-ია. არაგვის სისტემას ქმნის მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარი არაგვი, ყელის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იწყება და ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით კი ვაკეზე იშლება. ქალაქ მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.

about image