დაბაძველი

აღწერა

სოფელი დაბაძველი, ბორჯომიდან 22 კილომეტრშია. აქ სანახავი, სოფელთან ახლოს მდებარე ოთხი ულამაზესი ტბაა. ერთ-ერთი მათგანი - კახისის ტბა - თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1,752 მეტრზე მდებარეობს. იგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტბაა. სალაშქრო პერიოდი გაზაფხულის ბოლოდან ადრე შემოდგომამდე გრძელდება. ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, შესაბამისად საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მრავლადაა. კახისის ტბიდან ერთ კილომეტრშია ჩიტოს ტბა, ორ კილომეტრში კი წეროს ტბაა. ტბებამდე მისასვლელი გზა, ტყეში გაჭრილ ბილიკებს მიუყვება, სადაც ზაფხულობით მრავლადაა ჟოლო, მაყვალი, და სხვადასხვა კენკრა. წეროს ტბა, ზღვის დონიდან 1,808 მეტრ სიმაღლეზეა. აქ წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და გაუდინარია. ტბაში ბინადრობს თევზი.

about image