ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

აღწერა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 107,083 ჰა-ს შეადგენს და ექვს რაიონს მოიცავს. ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრები ბორჯომსა და ხარაგაულშია. პარკში სულ 12 კარგად მარკირებული ტურისტული მარშრუტია, რომელიც ერთ და მრავალდღიანი ლაშქრობების მოწყობის საშუალებას იძლევა. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები. ასევე გამოყოფილია ცეცხლის დასანთები ადგილები. აქ, როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო და ველო ტურების მოწყობა შეიძლება.

about image