შატილი

აღწერა

სოფელი შატილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეს მიეკუთვნება და თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1,400 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ფერდობზეა შეფენილი, სადაც სახლები ერთმანეთზეა მიდგმული - ქვედა სახლის სახურავი, მეორეს ეზოა. შატილი, ასეთი საცხოვრებელი სახლების და ციხე-კოშკების კომპლექსია. აქაურობა, ქართული მთის არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. ერთმანეთზე მიჯრით ნაგები ციხე-სახლების რიგი, ერთიან, დამცველ კედელს ქმნის, საიმედოდ კეტავს და იცავს სოფელს შემოსევებისგან. შატილის განაშენიანება ტერასულია. შენობებს შორის მთელს სიმაღლეზე ადის ვიწრო ქვის კიბე. ალაგ-ალაგ შემორჩენილია გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით შემოსევისას გარეთ გაუსვლელად მთელი სოფლის შემოვლა შეიძლებოდა.

about image