ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

აღწერა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში მდებარეობს. იგი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, თუმცა ადმინისტრაციულად ერთი ობიექტია, რომლის საერთო ფართობი 90 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. დაცული ტერიტორიების პირველი მონაკვეთი მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილს მოიცავს, სადაც რამდენიმე ასეული წლის ხე-მცენარეებია შემორჩენილი. ბაბანეურის მონაკვეთი მოიცავს დაბალმთიან და ბორცვიან ტერიტორიებს. ბაწარას მსგავსად, აქაც უძველესი ტყეა შემორჩენილი. მრავალფეროვანია ასევე ფაუნაც.

about image