გამოცადეთ ჯომარდობა პირველად, მარტივი კატეგორიის მდინარეზე - ფშავის ან ფასანაურის არაგვზე.
მდინარე არაგვზე ჯომარდობა მარტივი კატეგორისაა და შესაბამისად ნაკლებად ექსტრემალურიც. აქ, ნებისმიერს შეუძლია ჯომარდობა, როგორც პროფესიონალს, ისე მოყვარულსა და გამოუცდელს. ფასანაურის არაგვზე საჯომარდო მონაკვეთი 17 კმ-ია, ფშავისაზე კი 20. დაშვებამდე ინსტურქტორი საჭირო ინფორმაციას გაწვდით, მათ შორის როგორ მოუსვათ ნიჩაბი და ნავის ამოტრიალების შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოთ. უსაფრთხოების ნორმები დაცულია, რადგან ნავს ყოველთვის მოჰყვება კაიაკი.