მოინახულეთ ერთ დროს ყველაზე მნიშნვნელოვანი ციხესიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ტური იწყება სოფელი აწყურიდან, კერძოდ, საოჯახო სასტუმროდან “ნიკა & გიორგი”. სანამ უშუალოდ ციხესიმაგრეზე ახვალთ, მოინახულებთ მთებს საქაროსა და უნაგირას და დატკბებით ულამაზესი ხედებით. წრიოხის ციხეს ასევე საკანაფეს უწოდებენ. იგი ისტორიულად ულამაზესი ხედების მქონე ციხესიმაგრეა ახალციხის მუნიციპალიტეტში. ციხე XII საუკუნით თარიღდება. მისი ფუნქცია იმერეთიდან მესხეთისკენ მიმავალი მტრისთვის ხევის ჩაკეტვა იყო. აქედან კონტროლდებოდა მის გარშემო მდებარე სოფლებიც. მტრის შემოსევისას, ამ ციხიდან იგზავნებოდა ნიშანი აწყურის ციხეში.