გამოცადეთ ჯომარდობა შედარებით მარტივი კატეგორიის მდინარეზე - ფშავის არაგვზე. ჩაერთეთ სხვადასხვა აქტივობაში, გაეცანით ქართულ სამზარეულოს, გამოაცხვეთ პური და ამოავლეთ ჩურჩხელა.
მდინარე არაგვზე ჯომარდობა შედარებით მარტივი კატეგორისაა და ნაკლებად ექსტრემალურიც. აქ, ნებისმიერს შეუძლია ჯომარდობა, როგორც პროფესიონალს, ისე მოყვარულსა და გამოუცდელს. სირთულე დამოკიდებულია თოვლის დნობის პერიოდსა და წვიმების სიხშირეზე. ტური თბილისიდან იწყება და მანქანით ფშავისკენ იმგზავრებთ. ადგილზე, ჩაგიტარდებათ ინსტრუქტაჟი. აქტივობა დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი გრძელდება და ნავით 13 კმ-ს გადიხართ. ჯომარდობის შემდეგ, გაეცნობით ქართულ სამზარეულოს, მონაწილეობას მიიღებთ საჭმლის მომზადების მასტერკლასში, გამოაცხობთ პურს და ამოავლებთ ჩურჩხელას. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ საკუთარი თავი გამოსცადოთ თოკების პარკში ან დაეშვათ ზიპ-ლაინით.